სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
	ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
	დეკანის ბრძანება 
	№ 07/29 - 01
	11.02.2020
	ქ.თბილისი
	სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად კონკურსის გამოცხადების, საბუთების მიღების ვადებისა და მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად კონკურსის პირობები და ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
		გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად;
2.
		საკონკურსო საბუთების მიღება განხორციელდეს 2020 წლის 14 თებერვლიდან 2020 წლის 24 თებერვლის ჩათვლით (მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქუჩა №2 (კორპუსი X) ოთახი № 307);
3.
		საბუთების მიმღები აპარატი განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლალი  ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავრი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ა) ნინო ლობჟანიძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
4.
		წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
5.
		ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
	ფაკულტეტის დეკანი,   
	პროფესორი 
			გიორგი ღაღანიძე